კვება ორგანიზმის ნორმალური ზრდის, განვითარებისა და ცხოველქმედების აუცილებელი პირობაა.
 

პირის ღრუში საკვების მექანიკური დაქუცმაცების შემდგომ გრძელდება მისი ქიმიური მონელების პროცესი კუჭის მჟავე გარემოში, როდესაც მარილმჟავასა და პეპსინის ზემოქმედებით ხდება საკვების ნაწილობრივი ქიმიური დაშლა. 

 

თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში ნაღვლის ზეგავლენით იწყება ცხიმების ემულგაცია (წვეთებად დაშლა) და იმავდროულად პანკრეასის მიერ გამოყოფილი ფერმენტების (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა) ზემოქმედებით ხდება ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცხიმების დაშლა ცხიმოვან მჟავებად, მარტივ შაქრებად და ამინომჟავებად. მას თან სდევს დაშლის აღწერილი პროდუქტების საბოლოო მონელება და  წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ მათი შეწოვა. 

 

საკვების მონელების პროცესის სხვადასხვა ხარისხით გამოხატული მოშლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების დროს გვხვდება. მონელების მოშლის მიზეზები მეტად მრავალფეროვანია და განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: 


საკვები მასის აჩქარებული ან შენელებული                                                                                      
პასაჟი წვრილ ნაწლავებში;                                                     

ნაწლავთა დისბაქტერიოზი;
 

თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის ჩადინების მოშლა;

  თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოს ცვლილებები;
 

პანკრეასის დაავადებები
(ფერმენტების სინთეზისა და სეკრეციის მოშლა);

 

ნაწლავისმიერი ფერმენტული უკმარისობა ძირითადად გამოვლინდება მალდიგესტიისა
და მალაბსორბციის სინდრომებით, რომელთა მიმდინარეობაშიც წამყვანია:

 სარტყლისებური, შეუპოვარი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ირადირებს   ხერხემლისაკენ;
 ფაღარათი მოუნელებელი, ცუდი სუნისა და წებოვანი განავლოვანი მასებით;
 მუცლის შებერვა და ჭარბი აირების წარმოქმნა;
 წონაში სწრაფი კლება და მიკროელემენტების დეფიციტისთვის დამახასიათებელი  სხვადასხვა მოვლენები.

 

ნაწლავისმიერი ფერმენტული უკმარისობის გავითარების ყველაზე ხშირი მიზეზია ქრონიკული
პანცრეატიტის არსებობა, რომლის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებსაც მიეკუთვნება:

 არარაციონალური კვება;
 ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
 თამბაქოს ჭარბი მოხმარება;
 კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და სანაღვლე სისტემის წინამორბედი დაავადებები;
 სხვადასხვა მედიკამენტების (ციტოსტატიკების და შარდმდენების) ზეგავლენა;
 გენეტიკური ფაქტორები;

აგრეთვე სხვა დაავადებების დროსაც, რომელთაც აღენიშნებათ ფერმენტული უკმარისობა:

 მუკოვისციდოზი;
 პანკრეასისა და სანაღვლე გზების სიმსივნეები;
 პანკრეასზე, კუჭზე და ნაღვლის ბუშტზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი  მდგომარეობები;
 ქრონიკული ჰეპატიტის და ღვიძლის ციროზი, სანაღვლე გზების დაზიანებით;
 წვრილი ნაწლავის დისბაქტერიოზი;

 

ფერმენტული უკმარისობით გამოწვეული საკვების მონელების მოშლის მკურნალობის საუკეთესო
საშუალებაა პოლიფერმენტული შემადგენლობის ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც:

 შეიცავენ მზა სახით არსებული ფერმენტების ოპტიმალურ კონცენტრაციას;
 მდგრადი არიან კუჭის მარილმჟზავას ქიმიური ზემოქმედების მიმართ;
 ჰომოგენურად ერევიან საკვებ მასას და სწრაფად გადადიან თორმეტგოჟა ნაწლავში;
 დაფასოებულნი არიან მინიმიკროსფეროების სახით, რაც განაპირობებს საკვებთან    შეხების  ფართობის ზრდას;
 მაქსიმალური ეფექტი აქვთ ტუტე გარემოში;
 ხასიათდებიან კარგი ამტანობით;

 

 სწორედ ასეთ პრეპარატს წარმოადგენს კრეზამი.