კრეზამი საჭმლის მონელების დარღვევების სანკურნალო ეფექტური ფერმენტული საშუალებაა. კრეზამი ყველაზე სწრაფად მოგიხსნით სიმძიმეს და ეფექტურად მოგიწესრიგებთ საჭმლის მონელებას.

 

კრეზამი წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ფერმენტული უკმარისობით გამოწვეული საკვების მონელების მოშლის მკურნალობისათვის.

 

კრეზამი ხასიათდება გამოკვეთილი უპირატესობებით პანკრეატინის შემცველ ტაბლეტირებულ ფორმებთან შედარებით:

 

კრეზამი შეიცავს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების იმ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი ეფექტის მისაღებად (კრეზამი 10 000ლიპაზა – 10 000; ამილაზა – 8 000; პროტეაზა – 600;  კრეზამი 25 000ლიპაზა – 25 000; ამილაზა – 18 000; პროტეაზა – 1500);

 

კრეზამის კაფსულა თანამედროვე ტექნოლოგიითაა დამზადებული;

 

 

კრეზამის კაფსულა აღნიშნულ ფერმენტებს სპეციალური გარსით დაფარული
მცირე ზომის გრანულების სახით შეიცავს, რაც უზრუნველყოფს კუჭში პრეპარატის
სწრაფ და მაქსიმალურ შერევას საკვებთან;

 

 

კუჭში მოხვედრისას კრეზამის კაფსულა კუჭის წვენის ზემოქმედებით იხსნება
და ხდება მიკროგრანულების შერევა საჭმლის მასასთან;

 

 

საჭმლის მასასთან შერეული მიკროგრანულების გახსნა და ფერმენტების

აქტივაცია ხორციელდება წვრილ ნაწლავში;

 

 

სწორედ ამიტომ კრეზამი ყველა სხვა ანალოგზე სწრაფად ხსნის სიმძიმეს

და დისკომფორტს ჭამის შემდეგ და ეფექტურად აწესრიგებს საჭმლის მონელებას

 

   საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესება -  პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;
   მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის  მომზადება
   საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა    
 
     ქოლეცისტექტომიის შემდგომი პერიოდი;
     კუჭის ნაწილობრივი რეზექცია; ტოტალური გასტრექტომია; დუეოდენო გასტროსტაზი;
     ქოლესტაზური ჰეპატიტი;
     ღვიძლის ციროზი;
     წვრილი ნაწლავის ტრმინალური ნაწილის პათოლოგია;
     წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა;
   
       
 კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპია    
 
     მუკოვისციდოზი;
     ქრონიკული პანკრეატიტი; პანკრეატექტომია;
     კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
     შვახმან-დაიმონდის სინდრომი;
     ასაკოვანი პაციენტები;
       
   
  პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანცრეატიტის გამწვავება;
  ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის მაღალი დონით;    

მექანიკური სიყვითლე;    
ნაღვლის ბუშტის ემპიემა;    
ნაწლავის გაუვალობა;      
       
 პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით. 
 კრეზამი მიიღება – თითო კაფსულა ყოველი ჭამის დროს. 


 

ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 1000 ს.ე. კგ/წონაზე – ყოველი კვების დროს.

ლიპაზის მაქსიმალური დოზას 2500 ს.ე. კგ/წონაზე ყოველი კვების დროს.

ლიპაზის მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 10 000 ს.ე. კგ/წონაზე.

 

მაგ: 10 კგ წონის ბავშვს უნდა მისცეთ 1 კაფსულა კრეზამი 10 000 , 25 კგ წონის ბავშვს - 1 კაფსულა კრეზამი 25 000 .

 

გაძნელებული ყლაპვის შემთხვევაში (პატარა ბავშვებში და ასაკოვან პაციენტებში) კაფსულა ფრთხილად უნდა გაიხსნას, მინიმიკროსფეროები შეერიოს თხევად საკვებს ან სითხეს. დაუშვებელია მინიმიკროსფეროების საკვებთან ან სითხესთან შერევა, რომელთა მჟავიანობა მეტია 5,5-ზე.